Friday, March 22, 2019

შეხვედრა ინდონეზიის დელეგაციასთან

გამოქვეყნებულია სიახლები მარტი 13 2019 font size decrease font size increase font size

2019 წლის 13 მარტს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თბილისის ოფისში სასულიერო ლიდერები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ

ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის (პარლამენტის) ვიცე-სპიკერს, ჰიდიათ ნურ ვაჰიდს და მის თანმხლებ დელეგაცი წევრებს შეხვდნენ.

სასულიერო ლიდერებ სტუმრებს მიესალმნენმადლობა გადაუხადეს მობრძანებისათვის,  მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს მუსლიმების,  სახელმწიფოსა და მუსლიმებს შორის ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სტუმარმაც თავის მხრივ მასპინძლებს მადლობა გადაუხადა გულწრფელი და თბილი დახვედრისთვის, აღნიშნა, რომ ის აღფრთოვანებულია საქართველოში არსებული ტოლერანტობით და რელიგიების ერთად ჰარმონიული თანაცხოვრებით. სტუმარმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ინდონეზია არის უდიდესი მუსლიმური სახელმწიფო, სადაც მოქმედებს არაერთი უდიდესი ისლამური ორგანიზაციები, რომლებიც სისტემატურად მართავენ საერთაშორისო კონფერენციებს და შეხვედრებს. ის მოხარული იქნება, რომ ახლო მომავალში იხილოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები ინდონეზიის რესპუბლიკაში.

 

შეხვედრის დასასრულს მასპინძლებმა და სტუმრებმა ერთანეთს საჩუქრები გადასცეს და საერთო სამახსოვრო სურათი გადაიღეს.

{gallery}indonesia{/gallery}

Read 19 times Last modified on Last modified on მარტი 13 2019