შეხვედრა მედრესეს სტუდენტებთან
2019 წლის 8 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში მდებარე ისლამის მედრესეს მასწავლებლები და მოსწავლეები მუსლიმთა სამმართველოს სათაო ოფისს ესტუმრნენ და მუფთ ჰაჯი იასინ ალიევს შეხვდნენ.
მუფთი სტუმრებს მიესალმა და მადლობა გადაუხადა მუსლიმთა სამმართველოში მობრძანებისათვის. შემდეგ მათ მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობის და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბოლოს მუფთმა მედრესეს მასწავლებლებს და მოსწავლეებს მომავალ რელიგიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სტუმრებმაც თავის მხრივ მუფთს მიღებისათვის და გულწრფელი შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადეს.
http://amag.ge/index.php/news/item/476-2019-03-08-11-55-46#sigProId81f354a7c7