Monday, May 27, 2019

მუსლიმთა სამმართველოს ბათუმის ოფისს ართვინის გუბერნიის, არხავისა და ხოფის მუნიციპალიტეტის მუფთები სტუმრობდნენ

გამოქვეყნებულია სიახლები თებერვალი 12 2019 font size decrease font size increase font size

დღეს 2019 წლის 12 თებერვალს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ბათუმის ცენტრალურ ოფისში საქართველოს მუფთთან ბატონ ბეგლარ ქამაშიძესთან სტუმრად იმყოფებოდა

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი რელიგიურ საკითხებში აჰმედ ერდემი, ართვინის გუბერნიის მუფთი -ჰასან გუნეში, ასევე არხავისა და ხოფის მუნიციპალიტეტის მუფთები -იუსუფ ჩაქირი და ალი ფუად ბაიჯანი. საქართველოს მუფთმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობის შესახებ ვრცლად ესაუბრა. სტუმრებმა თავის მხრივ კმაყოფილება გამოთქვეს გულთბილი მიღებისთვის და საქართველოს მუფთს წარმატებები უსურვეს სამომავლო საქმიანობაში.

 

Read 176 times Last modified on Last modified on თებერვალი 14 2019