Tuesday, October 22, 2019

რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობით რელიგიის კანონი განიხილება

გამოქვეყნებულია სიახლები თებერვალი 01 2019 font size decrease font size increase font size

2019 წლის 1 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში რელიგიური ორგანიზაციების, სახელმწიფო მოხელეების, უფლებადაცვითი და რელიგიური არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ჩართულობით რელიგიის შესახებ კანონი განხილულ იქნა.

 

აღნიშნულ შეხვედრაზე რელიგიურმა ორგანიზაციებმა არსებულ პრობლემებზე და და რელიგიის კანონის შესახებ საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. ძირითადმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა რელიგიის შესახებ კანონის არსებობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის და შეხედულების  მქონე ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ. რომლებიც ქვეყანაში რელიგიის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობას ვერ ხედავენ და მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. აგრეთვე ნაწილი რელიგიური ორგანიზაციებისა მიიჩნევს, რომ რელიგიის კანონის მიღება არა, მაგრამ არსებულ კანონმდებლობაში და სხვადასხვა კოდექსებში შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, რომელმაც აღნიშნა, რომ რელიგიის კანონის მიღების მოწინააღმდეგეებს ალბათ გარკვეული ეჭვები და შიშები გააჩნიათ რიგ საკითხებზე. რადგან მათ მიერ გაჟღერებულ აზრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რელიგიის კანონის მიღების შემთხვევაში გარკვეულ შეზღუდვებს ექნება ადგილი ან კიდე გარკვეული სახით დისკრიმინაციაც შეიძლება მივიღოთ, ამიტომაც ისინი ფრთხილობენ აღნიშნული კანონის მიღების გამო.
შეიხმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვა მოსაზრებებიც გააჟღერა: „ჩვენ მასე არ ვფიქრობთ, საკითხისადმი ცალმხრივი მიდგომა არ შეიძლება, ამასთან დაკავშირებით ობიექტური განხილვის და კვლევის გარეშე ერთაზროვნად უარყოფითი პოზიციის დაფიქსირება არასწორია“.
შეიხმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ის აზერბაიჯანის და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების რელიგიის შესახებ კანონებს ახლოდან გაეცნო: „რათქმაუნდა ჩვენ აზერბაიჯანის, ავსტრიის, რუმინეთის და სხვა ევროპული ქვეყნების რელიგიის შესახებ კანონებს ახლოდან გავეცანით, ბუნებრივია აღნიშნულ კანონებში არის მუხლები ან გარკვეული მომენტები, რომლებსაც ჩვენ არ ვეთანხმებით. საერთო ჯამში იმის თქმა შეგვიძლია, რომ რელიგიის შესახებ კანონის არსებობა ცუდი არ არის, პირიქით რიგ პრობლემების მოგვარების მიზეზი შეიძლება გახდეს და აგრეთვე ქვეყანაში შესაძლო რიგ ნეგატიურ მოვლენებს წინ აღუდგეს“.
რ. იგიდოვმა რელიგიის კანონის მიღების შემთხვევაში ხუთი ძირითადი მოლოდინი გამოკვეთა:

„ჩვენ რელიგიის კანონის არსებობის შემთხვევაში ხუთი ძირითადი სურვილი და მოლოდინი გაგვაჩნია:

პირველი - ის არის, რომ სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის ურთიერთობა სამართლებრივად ჩამოყალიბდეს და ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოეფინოს, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებში მოქალაქეების რელიგიური უფლებები იყოს დაცული;

მეორე - რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც  რიგ საკითხებში სიძნელეებს აწყდებიან და და გაუგებარ-შეუთანხმებელ საკითხებში უფლებამოსილებები განესაზღვროთ;
მესამე - რელიგიებსა და მიმდინარეობებს შორის სტაბილურობა უზრუნველყოს და ტოლერანტობა გაძლიერდეს, ასევე აღნიშნულთაგანის ხელისშემშლელ ნებისმიერ ფაქტორს წინ აღუდგეს;

მეოთხე - რელიგიური მრწამსის, სასულიერო პირების და რელიგიური ატრიბუტებისათვის ლაფის შესხმა, შეურაცხყოფა აღკვეთოს და მსგავსი საკითხებისადმი პატივისცემით მოპყრობა უზრუნველყოს;

მეხუთე - რელიგიის სახელით ექსტრემიზმის, რადიკალური ქცევა-მოპყრობის და ბინძური პოლიტიკის გატარების მსურველებს წინ აღუდგეს და არ დაუშვას“.

ბოლოს აღნიშნა, რომ სახელმწიფომ რელიგიების თავისუფალ გარემოში ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები უნდა შექმნას, ასვე რელიგიებმაც კიდე ქვეყანაში სტაბილურობის და მშვიდობის არსებობისათვის უნდა იზრუნონ.

აღნიშნულ შეხვედრაზე აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ მუფთები ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძე და ჰაჯი იასინ ალიევი, რომლებმაც მეჩეთების მშენებლობის და რესტავრაციის ნებართვის მიღების პრობლემებზე,  რელიგიურ სასწავლებლების და პანსიონების, საგადასახადო - საბაჟო შეღავათების და მსგავს საკითხებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე დამსწრე ტრადიციული რელიგიები აღნიშნულ ინიციატივას დადებითად შეხვდნენ.

ასევე შეხვედრაზე დამსწრე სხვა მუსლიმური არასამთავრობო ორგანიზაციები  და სხვასახვა მცირე რიცხოვანი რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლების ნაწილი აღნიშნული კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

შეხვედრის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ შემდეგი შეხვედრა მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებში ჩაინიშნება.

Read 462 times Last modified on Last modified on თებერვალი 02 2019

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]