Sunday, August 18, 2019

შეხვედრა რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელთან

გამოქვეყნებულია სიახლები იანვარი 25 2019 font size decrease font size increase font size

2019 წლის 25 იანვარს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი და მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ბატონ ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე სასულიერო ლიდერებმა  რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელს 2018 წელს მუსლიმთა სამმართველოს მიერ განხორციელებულ პროექტების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ბატონმა ზაზა ვაშაყმაძემ თავის მხრივ დადებითად შეაფასა მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობა და სამომავლო პროექტებში სახელმწიფოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

შეხვედრის დასასრულს რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა შეიხს და მუფთს მადლობა გადაუხადა სტუმრობისათვის, სასულიერო ლიდერებს კიდევ ერთხელ მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და წარმატებები უსურვა მომავალ რელიგიურ საქმიანობაში.

Read 333 times Last modified on Last modified on იანვარი 28 2019

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]