Monday, January 21, 2019

მუფთის არჩევნები

გამოქვეყნებულია სიახლები დეკემბერი 26 2018 font size decrease font size increase font size

2018 წლის 26 დეკემბერს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სათაო ოფისში გაიმართა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის არჩევნები.

უმაღლეს რელიგიური საბჭოს 21 წევრიდან კენჭისყრას ესწრებოდა 19 წევრი. არჩევნებზე იყო მხოლოდ ერთი წევრის იასინ ალიევის კანდიდატურა წარმოდგენილი. დამსწრე წევრების სრული მხარდაჭერით აღმოსავლეთ საქართველოს მუფთად არჩეულ იქნა ჰაჯი იასინ ალიევი.

სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ ჰაჯი იასინ ალიევს ულოცავს მუფთად არჩევას, წარმატებებს უსურვებს მომავალ რელიგიურ საქმიანობაში.

აქვე გაცნობებთ, რომ სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ სასულიერო ლიდერები ირჩევა ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ.

Read 112 times Last modified on Last modified on დეკემბერი 27 2018