Monday, May 27, 2019

მუფთი თურქეთის საელჩოს ახლად დანიშნულ რელიგიის ატაშეს შეხვდა

გამოქვეყნებულია სიახლები დეკემბერი 07 2018 font size decrease font size increase font size

თურქეთის რესპუბლიკის საქართველოში საელჩოს რელიგიის საკითხებში ატაშედ აჰმედ ერდემი დაინიშნა.

აჰმედ ერდემი პირველ სამუშაო დღეს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თბილისის ოფისს ეწვია და მუფთ ჰაჯი იასინ ალიევს შეხვდა. მუფთმა მისი და კოლეგების სახელით მიესალმა სტუმარს, ახლად დანიშნულ პოზიციაზე და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ბატონმა აჰმედ ერდემმაც თავის მხრივ მიღებისათვის და გულწრფელი სურვილებისათვის მუფთს მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ ის საქართველოში მუშაობის პერიოდში მუსლიმთა სამმართველოსთან მჭიდრო კავშირში იქნება, ერთობლივ პროექტებს და პროგრამებს განახორციელებს.

Read 308 times Last modified on Last modified on დეკემბერი 10 2018