Sunday, December 16, 2018

დმანისში და ბოლნისში მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ვ) ქვეყნად მოვლენის დღე აღინიშნა

გამოქვეყნებულია სიახლები ნოემბერი 23 2018 font size decrease font size increase font size

როგორც სხვა ქალაქებში, ბოლნისში და დმანისში აღნიშნული მევლუდის ღონისძიებები ყურანის წაკითხვით გაიხსნა.

ღონისძიებაზე შუამავლის (ს.ა.ვ.) ცხოვრების, სამაგალითო გამონათქვამების, ადამიანებისათვის მისაბაძი ქცევების და მისი ეთიკური ღირებულებების შესახებ ისაუბრეს, შუამავალზე (ს.ა.ვ.) ლექსები წაიკითხეს და ილაჰიები (რელიგიური შინაარსის სიმღერები) შეასრულეს. ღონისძების დასასრულს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ბოლო ხუთი წლის საქმიანობის ანგარიში წარედგინა დამსწრე საზოგადოებას. ასევე რეგიონებში მოქმედი გამორჩეული და აქტიური სასულიერო პირები მუსლიმთა სამმართველოს მხრიდან სამადლობელო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებაზე ადგილობრივ მუსლიმებთან ერთად მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები, სასულიერო პირები და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელები, სამეცნიერო და საზოგადო მოღვაწეებიც  იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიება დუის (ვედრების) წაკითხვით დასრულდა.

Read 30 times Last modified on Last modified on დეკემბერი 07 2018