Sunday, December 16, 2018

მუფთმა და სტუმრებმა სოფ. ბაიდარში მშენებარე მეჩეთი მოინახულეს

გამოქვეყნებულია სიახლები ნოემბერი 25 2018 font size decrease font size increase font size

აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი  და მუსლიმთა სამმართველოს თანამშრომლები მარნეულში, სოფელ ბაიდარს ესტუმრნენ, მათ არსებული მეჩეთის სარემონტო სამუშაოები მოინახულეს და ადგილორივ მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი -ზაური ტაბატაძე,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მუფთმა იასინ ალიევმა, რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა და მერის მოვალეობის შემსრულებელმა მოსახლეობას მეჩეთის კაპიტალური რეკონსტრუქცია რესტავრაცია მიულოცეს.  მუფთმა რელიგიის სააგენტოსა და ადგილობრივ ხელისულებას მადლობა გადაუხადა მეჩეთის სარემონტო სამუშაოების დაწყებისათვის ოპერატიულად ჩართვასა და გაწეული ძალისხმევისათვის.

საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფოსა და მუსლიმი თემის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს, აღინიშნა სახელმწიფოს მიერ მუსლი თემისადმი 200- ზე მეტი მეჩეთის გადაცემისა და ფინანსური დახმარებების საკითხები.

ზაზა ვაშაყმაძე ასევე დაინტერესდა ადგილობრივების საჭიროებებით და მათი შემოთავაზებებით
ადგილობრივებმა მადლობა გადაუხადეს მუსლიმთა სამმართველოს მუფთს,  სააგენტოს თავმჯდომარეს და მარნეულის მერიას ჩართულობასა და გაწეული ძალისხმევისათვის.

 

Read 40 times Last modified on Last modified on დეკემბერი 06 2018