Sunday, December 16, 2018

მუსლიმთა სამმართველოს ბათუმის ოფისში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის საგენტოს კოორდინატორი სტუმრად იმყოფებოდა

გამოქვეყნებულია სიახლები დეკემბერი 06 2018 font size decrease font size increase font size

დღეს 2018 წლის 6 დეკემბერს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ბათუმის ოფისში საქართველოს მუფთთან ბატონ ბეგლარ ქამაშიძესთან სტუმრად იმყოფებოდა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის საგენტოს კოორდინატორი ქალბატონი ნეჯლა დემირდაღი.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმარი დაინტერესდა მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობითა და მუსლიმების საქართველოში სხვადსხვა კონფესიებთან ურთიერთობებით. დასასრულს საქართველოს მუფთმა ქალბატონ ნეჯლა დემირდაღს საჩუქრად ქართულ ენაზე ნათარგმნი ყურანი გადასცა. თავის მხრივ ნეჯლა დემირდაღმა დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს მუფთს გულთბილი დახვედრისთვის.

Read 52 times Last modified on Last modified on დეკემბერი 06 2018