Sunday, December 16, 2018

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სხვადასხვა რელიგიურ კონფესიების ლიდერებს შეხვდა

გამოქვეყნებულია სიახლები დეკემბერი 03 2018 font size decrease font size increase font size

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ეკა ბესელია  საკულტო ნაგებობების საკუთრების და რელიგიური ორგანიზაციების საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით სხვადასხვა რელიგიურ კონფესიების ლიდერებს შეხვდა.

 

შეხვედრა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიესალმა სტუმრებს და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად იურიდიული კომიტეტი ამზადებს კანონპროექტს საკულტო ნაგებობების რელიგიური ორგანიზაციებისათვის საკუთრებაში გადაცემის და სხვადასხვა საგადასახადო შეღავათების დაწესების შესახებ, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე მხოლოდ საქართველოს საპატრიარქო სარგებლობდა. შეხვედრის მიზანი იყო, რომ იურიდიულ კომიტეტს მოესმინა სხვადასხვა კონფესიების მოსაზრებები და რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.  შეხვედრას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე,  იურისტები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი პარლამენტში და რელიგიური კონფესიების სასულიერო ლიდერები.

მუსლიმთა სამმართველოს სახელით შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  აუცილებელია მიღებულ იქნას კანონი რელიგიის შესახებ. რადგან სახელმწიფოს წინაშე რელიგიური თემების ურთიერთობების გარკვევისათვის და რელიგიებს შორის თანასწორობის დამყარებისათვის გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციების არსებობა აუცილებელია. ასევე აღნიშნა, რომ დღეს ჩვენი შეკრების მიზანი არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხილვა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დარჩენილი მნიშვნელოვანი პრობლემები ისე მოვაგვაროთ, რომ სასამართლოს ჩარევა აღარ დაგვჭირდეს. რათქმაუნდა პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, თუ რა პრინციპით და რეგულაციებით შეიძლება მეჩეთების აშენების ნებართვის გაცემა,  და ა. შ.

Read 36 times Last modified on Last modified on დეკემბერი 04 2018