Sunday, December 16, 2018

თბილისში „რელიგიათაშორისი დიალოგი ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის თემაზე“ კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები დეკემბერი 03 2018 font size decrease font size increase font size

2018 წლის 3 დეკემბერს “ ადამიანისუფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში; გენდერული თანასწორობის,  ქალთამიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის“, „კავშირი XXI საუკენის“ და „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ ორგანიზებით სასტუმრო რუმსში კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების სასულიერო ლიდერები, შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები,  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და სხვები. მომხსენებლებმა ოჯახში ძალადობის თემაზე რელიგიების შეხედულებები და მისი მოგვარების გზების შესახებ ისაუბრეს. აგრეთვე სტანბოლის კონვენციის რამოდენიმე მუხლები განიხილეს.

კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ მუფთი ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძე და შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი. შეიხმა და მუფთმა აღნიშნეს, რომ ისლამში ქალს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ისლამში ადამიანი არა მისი სქესობრივი კუთვნილებისა, არა მისი რასისა, წარმომავლობისა და ეროვნებისა, არამედ მისი ადამიანური ღირებულებების, რწმენის, პატიოსნების, თავმდაბლობის და ღვთისმორჩილების მიხედვით ფასდება. აგრეთვე აღნიშნეს, რომ ჩვენი რელიგიის მიხედვით ძალით ქალის დაოჯახება ჰარამად არის მიჩნეული და ქალის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ფინანსური და სქესობრივი ძალადობის წინააღმდეგია ისლამი. სამწუხაროდ მუსლიმი მოქალაქეების ნაწილს ისლამი და მისი პრინციპები არასწორად აქვს გაგებული და ისინი იმ მავნე ტრადიციებს და ადათ წესებს ისლამის სახელით ხსნიან, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს ძვირფას რელიგიას ჩრდილს აყენებს. უზენაესი ალლაჰი წმინდა წიგნ ყურანში მამაკაცებს უბრძანებს,  რომ არ შელახონ ქალთა უფლებები. ასევე ისლამში აკრძალულია ქალების ისეთ საქმეში ჩართვა ან ისეთი საქმეების დავალება, რომლებიც ქალებს ფიზიკურად არ შეუძლიათ და ეს მათ ღირსებებს და მეობას შელახავს. ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ისლამის მიხედვით ქალების განათლების და მათი ქონებრივი უფლებები უნდა იყოს დაცული.

შეიხმა და მუფთმა გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულეს: „სამწუხაროდ ბოლო პერიოდში მოდერნიზაციის სახელით გაწეული პროპაგანდით“ უფრო მეტად ილახება ქალის უფლებები და ილახება მათი ღირსება. ისლამი ერთადერთი და უალტერნატივო გზაა ქალების უფლებების დაცვისათვის.

Read 38 times Last modified on Last modified on დეკემბერი 04 2018