Sunday, December 16, 2018

მუფთის შეხვედრა იმამებთან და წიგნების პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია სიახლები ნოემბერი 06 2018 font size decrease font size increase font size

2018 წლის 6 ნოემბერს მუსლიმთა სამმართველოს სათაო ოფისში მუფთ ჰაჯი იასინ ალიევმა რელიგიის მასწავლებლებთან და იმამებთან ყოველთვიური შეხვედრა გამართა.

შეხვედრა თეოლოგ რაჰიმ შამშიევის ყურანის წაკითხვით გაიხსნა. შემდეგ მუსლიმთა სამმარელოს წევრმა ბახტიარ თანრივერდიევმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყოველთვიური შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შემდეგ მუფთმა ჰაჯი იასინ ალიევმა იმამებთან და რელიგიის მასწავლებლებთან ყოველთვიური შეხვედრა გამართა, მათი პრობლემები მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრის ბოლოს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს და ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდებზე დახმარების და საგანმანათლებლო ასოციაცია“-ს მიერ ერთობლივი დაბეჭდილი 11 სახეობის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული წიგნები წინამძღვრებს და რელიგიის მასწავლებლებს საჩუქრად გადაეცა.

Read 61 times Last modified on Last modified on ნოემბერი 13 2018