Sunday, November 18, 2018

ჰაჯობა 2018

გამოქვეყნებულია სიახლები აგვისტო 12 2018 font size decrease font size increase font size

2018 წლის 12 აგვისტოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ ორგანიზებული 34 კაციანი მომლოცველთა ჯგუფი ჰაჯი ბადრი შანთაძის ხელმძღვანელობით საუდის არაბეთში წმინდა მიწაზე ჰაჯობის რიტუალის შესასრულებლად გაემგზავრნენ.


მედინასა და მექაში ყოფნის პერიოდში პილიგრიმები სასტუმროში იქნებიან დაბინავებული, მათ ყოველდღე მოემსახურებათ სპეციალური ავტობუსი, აგრეთვე ისინი უზრუვენლყოფილი იქნებიან დღეში ორჯერადი კვებით და ისარგებლებენ სამედიცინო დაზღვევით. პილიგრიმებს გამგზავრებამდე დაურიგდათ ეჰრამი და ჩანთები.
შეგახსენებთ, რომ პილიგრიმები 2 სექტემბერს დაბრუნდებიან სამშობლოში.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო და სასულიერო ლიდერები ყველა პილიგრიმს ულოცავს წმინდა მიწაზე გამგზავრებას და უსურვებს, რომ უზენაესმა ღმერთმა ყველა მომლოცველის ლოცვა ვედრება მის წმინდა სასუფეველში მიიღოს. ამინ!

View the embedded image gallery online at:
http://amag.ge/index.php/news/item/458-2018#sigProIda1920a4d3a

Read 270 times Last modified on Last modified on აგვისტო 13 2018