Sunday, November 18, 2018

ევრო პარლამენტის წარმომადგენლები სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია სიახლები ივნისი 29 2018 font size decrease font size increase font size

2018 წლის 29 ივნისს სასტუმრო თბილისი მერიოტის საკონფერენციო დარბაზში ევრო პარლამენტის კულტურათა და რელიგიებს შორის დიალოგის სამუშაო ჯგუფი საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კონფესიების სასულიერო ლიდერებს და წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინეგრაციის პროცესში რელიგიების როლი. შეხვედრაზე სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა საქართველოში რელიგიური კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, რელიგებს შორის არსებულ ტოლერანტულ გარემოზე, სახელმწიფოსადა რელიგიებს შორის ურთიერთობებზე, გამოწვევებზე და პრობლემებზე ისაუბრეს.

მუსლიმთა სამმართველოს სახელით სიტყვით შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი და მუფთი ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძე გამოვიდნენ. მათ სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მცხოვრებ მუსლიმების მდგომარეობის შესახებ, სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ საქმიანობაზე და მუსლიმების წინაშე არსებულ პრობლემების შესახებ ისაუბრეს. სასულიერო ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მუსლიმების ძირითადი პრობლემა, როგორც სხვა კონფესიებს აქვთ, არის საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მიღება. იქვე აღინიშნა, რომ ამ და სხვა მსგავს რელიგიურ პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელია დამაბალანსებელი საკანონმდებლო რეგულაციების მიღება.

Read 202 times Last modified on Last modified on ივლისი 31 2018