Sunday, November 18, 2018

ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ – „რელიგიების როლი საქართველოში - 1918-2018 წ.წ.

გამოქვეყნებულია სიახლები ივლისი 17 2018 font size decrease font size increase font size

2018 წლის 17 ივლისს, 12 საათზე, სასტუმროქორთიარდ მერიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გამართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მესამე კონფერენცია თემაზე -

ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ – „რელიგიების როლი საქართველოში - 1918-2018 ..

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, საქართველოს სახარების რწმენის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების, საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის, წარმომადგენლები შეეხნენ ბოლო 100 წლის მანძილზე არსებულ ისტორიულ კონტექსტს, მის გავლენას კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციებზე და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს როლს საქართველოში ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებაში.

View the embedded image gallery online at:
http://amag.ge/index.php/news/item/454-1918-2018#sigProId465202c840

Read 207 times Last modified on Last modified on ივლისი 31 2018