Sunday, November 18, 2018

თბილისში მცირეწლოვან მოზარდებს შორის ყურანის კონკურსი ჩატარდა

გამოქვეყნებულია სიახლები ივლისი 27 2018 font size decrease font size increase font size

უკვე რამდენი წელია ყურან კურსებში მოსწავლე მოზარდებს შორის წმინდა წიგნ ყურანი-ქერიმის გამართულად და თავისუფლად წაკითხვაში კონკურსები იმართება. მიმდინარე წლის 27 ივლისს მოზარდ გოგონებს შორის,

29 ივლისს კიდე მოზარდ ბიჭებს შორის თბილისში მდებარე „აჰლი-ბეითის“ სახელობის მეჩეთში ყურანის წაკითხვის კონკურსი გაიმართა. საეთო ჯამში 70-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო კონკურსში მონაწილეობა, აქედან 40 გოგონა იყო. კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულები (პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულები) და მათი მასწავლებლები სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მხრიდან ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდნენ. აგრეთვე მუსლიმთა სამმართველომ კონკურსში მონაწილე ყველა მოზარდს სიგელები, ყურანის შინაარსობრივი თარგმანი და სხვა რელიგიური ლიტერატურა საჩუქრად გადასცა.

Read 197 times Last modified on Last modified on ივლისი 31 2018