Sunday, November 18, 2018

შეხვედრა ირანის საელჩოს წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია სიახლები აპრილი 05 2018 font size decrease font size increase font size

2018 წლის 5 აპრილს საქართველოს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შეიხი რამინ იგიდოვი, ირანის  კულტურის ახალ ატაშე ჰამიდ მუსტაფავი და უკვე კულტურის ყოფილ ატაშე - მოჯთაბა ქამრან ფარდი  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს წარმომადგენლებშეხვდნენ.  

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ  მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი ოქტაი ისაევი და   ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი დავუდ ზაარი.

ირანის კულტურის ყოფილმა ატაშემ, ბატონმა ქამრან ფარდმ მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს თავჯდომარესა და შეიხს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის განვლილი ოთხი წლის განმავლობაში და წარადგინა ახალი ატაშე, ბატონი ჰამიდ მუსტაფავი, რომელმაც გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობები, მისი საქმიანობის პერიოდში, კიდევ უფრო გაღრმავდება.

ირანული მხარის შემოთავაზებით, დაიგეგმა მუსლიმთა სამმართველოსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი ირანში. ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელმა დავუდ ზაარმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ირანში ვიზიტის შემდეგ, დაიგეგმოს ერთობლივი კონფერენცია, რომელშიც ჩაერთვებიან როგორც ირანული, ისე ქართული მხარეები, მათ შორის - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოც.

Read 347 times Last modified on Last modified on აპრილი 19 2018