Tuesday, September 25, 2018

9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები აპრილი 09 2018 font size decrease font size increase font size

როგორც გასულ წლებში, წელსაც სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებმა თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის გმირების მემორიალი ყვავილების თაიგულებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

შემდეგ ორგანიზაცია „ალულბეითის“ საკონფერენციო დარბაზში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს და აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძება 9 აპრილს დაღუპულთა საპატივცემულ წუთიერი დუმილით გაიხსნა. შემდეგ მუსლიმთა სამმართველოს მუფთებმა, შეიხმა და  უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ 9 აპრილის მოვლენების შესახებ და დაღუპულ გმირების შესახებ ისაუბრეს, აღინიშან, რომ 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში როგორც გლოვის აგრეთვე სიამაყის დღეა, რადგან ამ ტრაგედიულმა მოვლენამ შემდეგ საქართველოს სანატრელი დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოუტანა. რასაც თითოული ჩვენთაგანის მიერ გაფრთხილება და გაძლიერება სჭირდება.

View the embedded image gallery online at:
http://amag.ge/index.php/news/item/449-9#sigProId8df40b3ba9

Read 224 times Last modified on Last modified on აპრილი 19 2018