Tuesday, September 25, 2018

პროექტი „ასწავლე მაცნეს" მეორე ნაწილი

გამოქვეყნებულია სიახლები აპრილი 16 2018 font size decrease font size increase font size

2018 წლის 16 აპრილს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით პროექტისასწავლე მაცნეს" ფარგლებში გაიმართა სასწავლო შეხვედრა სოფელ იორმუღანლოში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)

კახეთის რელიგიურ ლიდერებთან. შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტი ვახუშტი მენაბდე და პროექტის "მაცნეები“: ოქტაი ისაევი და თოზუ გულმამედოვა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტის სემინარებში.

ღონისძიებაზე განიხილულ იქნა შემდეგი თემები: რელიგიის თავისუფლების ზოგადი სტანდარტები, რელიგიური უმცირესობების ქონებრივი პრობლემები, რელიგია და განათლების სისტემა.

ამ თემების გარშემო გაიმართა დისკუსია.
შეხვედრაზე უზრუნველყოფილ იქნა თანმიმდევრული თარგმანი ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე.

Read 238 times Last modified on Last modified on აპრილი 19 2018