Tuesday, September 25, 2018

პროექტი „ასწავლე მაცნეს

გამოქვეყნებულია სიახლები აპრილი 15 2018 font size decrease font size increase font size

2018 წლის 15 აპრილს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთში" კახეთის რელიგიურ ლიდერებთან პროექტისასწავლე მაცნეს" ფარგლებში.

 

შეხვედრას უძღვებოდნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები: მიხეილ მირზიაშვილი,განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე
თათული თოდუა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის- სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი; და ვახუშტი მენაბდე, ილიას სახელნწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით.

შეხვედრაზე განიხილულ იქნა შემდეგი თემები: რელიგიის თავისუფლების სფეროში სახალხო დამცველის მიერ გაწეული საქმიანობა, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები რელიგიიის თავისუფლებასთან დაკავშირებით; სოციალური საკითხები, ასოცირების შესახებ შეთანხმება და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება; ასევე ჩატარდება ინტერაქტიული სავარჯიშოები/ჯგუფური მუშაობა რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.

Read 230 times Last modified on Last modified on აპრილი 19 2018