Sunday, December 16, 2018

აიათოლა სეიდ ჰუსეინ კაზვინი რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია სიახლები აპრილი 13 2018 font size decrease font size increase font size

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მოწვევით საქართველოში ვიზიტით მყოფი აიათოლა სეიდ ჰუსეინ კაზვინი და დელეგაციის წევრები სახელმწიფო კანცელარიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდნენ.

 

ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა ირანსა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობის შესახებ, ზოგადად გააცნო სტუმარს სააგენტოს საქმიანობა - სახელმწიფოს დამიკიდებულება საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ და სააგენტოს მიერ მუსლიმთა თემის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები. აქვე, მადლობა გადაუხადა მუსლიმთა სამმართველოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმიანობაში პარტნიორობისათვის და გამოხატა მზადყოფნა ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

შეიხ  რამინ იგიდოვ და მუფთმა  იასინ ალიევმა რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადეს შეხვედრისათვის და აღნიშნეს, რომ მუსლიმთა სამმართველოსა და რელიგიის სააგენტოს შორის აქტიური თანამშრომლობის და დიალოგის შედეგად საქართველოს მუსლიმ თემს წლების განმავლობაში დაგროვილი უამრავი პრობლემის დიდი ნაწილი მოუგვარდა და იმედი გამოთქვეს, რომ ახლო მომავალში დარჩენილი მცირე პრობლემებიც მოგვარდება.

სეიდ მუჰჰამად ჰოსსეინმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, მიიწვია სააგენტოს დელეგაცია ირანში და გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, რაც რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. სტუმარი, ასევე, შეეხო რელიგიური რადიკალიზმის თემას და განაცხადა, რომ რადიკალური გამოვლინებების წინააღმდეგ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება, მათ შორის - სამეცნიერო კონფერენციების მოწყობის ფორმატში. სტუმარმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოში სუნიტური და შიიტური ერთობის უნიკალური ხასიათი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ურთიერთობა მისაბაძია და მას განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება.

აიათოლამ და ირანის ელჩმა, სეიდ ჯავად ქევამ შაჰიდმა, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულება სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიის წარმომადგენლებისადმი, ასევე, რელიგიათაშორის ურთიერთობის ქართული მეთოდები არის უნიკალური, გამორჩეული მთელს მსოფლიოში და იგი იმსახურებს დიდ მხარდაჭერას. სტუმრებმა გამოხატეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აქტივობებში აქტიური მონაწილეობისა და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.

Read 316 times Last modified on Last modified on აპრილი 17 2018