Thursday, July 19, 2018

მაბასის და მიღრაჯის დღე აღინიშნა

გამოქვეყნებულია სიახლები აპრილი 14 2018 font size decrease font size increase font size

2018 წლის 14 აპრილს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დაბა იორმუღანლოში წმინდა მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ვ.)  მიღრაჯში ამაღლების და შუამავლად შედგომის „მაბასი“-ს დღე აღინიშნა.

 

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ადგილობრივი წინამძღვრები, სასულიერო პირები, მორწმუნეები, უხუცესები, მეზობელ სოფლებიდან მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სადღესასწაულო ღონისძიება თეოლოგ რზა ჯაფარის მიერ ყურანის წაკითხვით გაიხსნა. ღონისძების მოდერატორმა აფკან იოლჩუევმა სტუმრებს მიესალმა, ძვირფასი დღე მიულოცა და სიტყვა გადასცა მუსლიმთა სამმართველოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წარმომადგენლებს  ჯაბრაილ მამედოვს და სამირ ალიევს, რომლებმაც თავის მხრივ დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს ძვირფასი სამთვეული და ძვირფასი დღეები, აგრეთვე სტუმრებს მადლობა გადაუხადეს მობრძანებისათვის.

შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს საქართველოში წარმომადგენლის მოადგილე აივაზ მარდანოვი, შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი და მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი, რომლებმაც მუსლიმ მრევლს მიულოცეს ძვირფასი სამთვეული, მიღრაჯის და მაბასის დღე, აგრეთვე წმინდა შუამავლის (ს.ა.ვ.) ცხოვრების შესახებ და მის ძვირფას მოწოდებებზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე ესწრებოდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, რომელმაც მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა ძვირფასი დღეები და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია მუსლიმ თანამოქალაქეებთან ერთად მათი ძვირფასი დღესასწაული გაზიარება და აღნიშვნა.

ღონისძიება სადღესასწაულო სუფრის და „ილაჰიები“-ს ფონზე დასრულდა.

Read 163 times Last modified on Last modified on აპრილი 17 2018