Monday, April 23, 2018

თურქეთში „მსოფლიო მუსლიმ უმცირესობათა სამიტი“ იმართება

გამოქვეყნებულია სიახლები აპრილი 17 2018 font size decrease font size increase font size

თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს ორგანიზებით „მსოფლიო მუსლიმ უმცირესობათა სამიტი“ იმართება.

ღონისძიებაზე მსოფლიოს 100 არამუსლიმურ ქვეყნებიდან 250 მოწვეული სტუმრების ჩართულობით დღეს სამიტი გაიხსნა, სადაც მუსლიმი სასულიერო ლიდერები, მწერლები, მკვლევარები და სწავლულები იღებენ მონაწილეობას.

აღნიშნული სამიტი პირველად იმართება, რომელშიც საქართველოდან სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთები ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძე, ჰაჯი იასინ ალიევი და შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი იღებენ მონაწილეობას. სამიტი 4 დღე გაგრძელდება და 19 აპრილს დასრულდება.  4 დღიან სამიტზე მუსლიმები საკუთარ ქვეყნებში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრებენ.

Read 25 times Last modified on Last modified on აპრილი 17 2018