Thursday, August 16, 2018

250 ბენეფიციარს გადასაადგილებელი ეტლი გადაეცა

გამოქვეყნებულია სიახლები მარტი 14 2018 font size decrease font size increase font size

2018 წლის 14 მარტს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ოფისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის გადასაადგილებელი ეტლების გადაცემის საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

საქველმოქმედო აქცია მუსლიმთა სამმართველოს, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში 70 გადასაადგილებელი ეტლი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“ გადაეცა, დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბენეფიციარებს ეტაპობრივად რამოდენიმე დღის განმავლობაში დაურიგდებათ. საერთო ჯამში ბენეფიციარებს 250 გადასაადგილებელი ეტლიდან 200 სტანდარტული მექანიკური, 40 არასრულწლოვანების და 10 ელექტრო ეტლი დაურიგდებათ.

საქველმოქმედო აქციის დაწყებამდე მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებმა, რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თურქეთის ელჩმა და ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე აღნიშნული აქცია დადებითად შეფასდა და მხარეებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მომავალშიც მსგავსი საქველმოქმედო აქცია ერთობლივი თანამშრომლობით კიდევ გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ მუსლიმთა სამმართველომ გასულ წლებშიც არაერთი საქველმოქმედო აქცია გამართა და მომავალშიც კვლავ იგეგმება მსგავსი პროექტების განხორციელება.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მადლობას უხდის ყველა პირს და ორგანიზაციას, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს საქველმოქმედო აქციის განხორციელებაში.

View the embedded image gallery online at:
http://amag.ge/index.php/news/item/441-250#sigProIdfa420c4070

Read 273 times Last modified on Last modified on მარტი 14 2018