Sunday, December 16, 2018

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2016-2017 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

გამოქვეყნებულია სიახლები მარტი 07 2018 font size decrease font size increase font size

პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ: საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები


მოწვეულ სტუმრებს ანგარიში წარუდგინა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ

რელიგიურმა ლიდერებმა დადებითი შეფასება მისცეს რელიგიის სააგენტოს საქმიანობას და აღნიშნეს, რომ მიუხედავად სააგენტოს შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით თავდაპირველი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, რელიგიის სააგენტოს სამწლიანმა საქმიანობამ დაადასტურა, რომ ამგვარი ინსტიტუციის შექმნა სახელმწიფოს მხრიდან სწორი და გააზრებული ნაბიჯი იყო. მათი თქმით, სააგენტოს სახით უკვე არსებობს სტრუქტურა, რომელსაც ისინი პრობლემების გადასაწყვეტად მიმართავენ; თუმცა, დასანანია ის, რომ სააგენტოს ფართე უფლებამოსილება არ გააჩნია და მის რეკომენდაციებს ცალკეული ჩინოვნიკები ზოგჯერ არ ითვალისწინებენ. ამისათვის კი, რელიგიურ ლიდერთა აზრით, აუცილებელია რელიგიის სააგენტოს უფლებამოსილება გაიზარდოს
რელიგიური ლიდერები ასევე, შეეხნენ რელიგიის შესახებ კანონის შემუშავების აუცილებლობას და არსებულ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას. მათი აზრით, ამ შემთხვევაში ყველა პრობლემა შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოებში განიხილება და გადაწყდება.

View the embedded image gallery online at:
http://amag.ge/index.php/news/item/440-2016-2017#sigProIddd99da6a8b

Read 394 times Last modified on Last modified on მარტი 09 2018