Sunday, October 21, 2018

წმინდა შუამავლის (ს.ა.ვ.) ქალიშვილის ფატიმა ზეჰრას ქვეყნად მოვლენის დღისადმი ღონისძიებები იმართება

გამოქვეყნებულია სიახლები მარტი 07 2018 font size decrease font size increase font size

წმინდა ფატიმა ზეჰრას ქვეყნად მოვლენის დღესთან დაკავშირებით რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში და სხვა რაიონებში რიგი ღონისძიებები იმართება.

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში მუსლიმთა სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებულ „მუსლიმ ქალთა საბჭოს“ ინიციატივით  ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება წმინდა წიგნ ყურანი-ქერიმის წაკითხვით გაიხსნა. შემდეგ სიტყვით გამომსვლელებმა წმინდა ფატიმა ზეჰრას ცხოვრების შესახებ ისაუბრეს.

შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა და რელიგიის მასწავლებლებმა წმ. ფატიმა ზეჰრას მაგალითზე  „ისლამში ოჯახის კულტურა“ და „სამაგალითო ქალი“ თემებზე ისაუბრეს.

ღონისძიება რელიგიური სიმღერების „ილაჰიების“ ფონზე დასრულდა.

Read 354 times Last modified on Last modified on მარტი 09 2018