Thursday, August 16, 2018

მუფთმა ახლად დაბეჭდილი წიგნები იმამებს წარუდგინა

გამოქვეყნებულია სიახლები თებერვალი 14 2018 font size decrease font size increase font size

2018 წლის 14 თებერვალს მუსლიმთა სამმართველოს სათაო ოფისში მუფთ ჰაჯი იასინ ალიევის ინიციატივით დაბეჭდილი 13 სახეობის რელიგიური ლიტერატურის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის პრეზენტაციაზე მუფთმა სიტყვით გამოსვლისას ყველა თანამონაწილეს, ვინც წიგნის დაბეჭდვაში შეიტანა მცირეოდენი წვლილი მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

აგრეთვე  წიგნების დაბეჭდვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მუფთმა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სახელით განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მუსლიმთა სამმართველოს რელიგიური საბჭოს წევრს და „საქართველოს ახალგაზრდობის დახმარების და საგანმანათლებლო საზოგადოების“ ხელმძღვანელს ბატონ მუსა გაჯიევს.

გაცნობებთ, რომ აღნიშნული რელიგიური ლიტერატურა დაურიგდა რეგიონებში მოქმედ წინამძღვრებს და რელიგიური სასწავლებლების მასწავლებლებს.

 

შეხვედრის დასასრულს მუფთმა  მუსლიმთა სამმართველოს მუფთის დაქვემდებარებაში არსებული ინტერნეტ ტელევიზია „უმმეთმედია“-ს ოპერატორს და მონტაჟის სპეციალისტ  ელმან ემინოვს გაწეული საქმიანობისათვის სამადლობელო სიგელი გადასცა.

Read 354 times Last modified on Last modified on თებერვალი 16 2018