Sunday, October 21, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტში წმ. მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ვ.) დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები დეკემბერი 17 2017 font size decrease font size increase font size

2017 წლის 17 დეკემბერს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტში წმ. მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ვ.) დაბადების დღისადმი მიძღვნილი მევლუდის ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიებაზე ესწრებოდნენ სასულიერო ლიდერები, მარნეულის მუნიციპალიტეტის მეჩეთების წინამძღვრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი.

ღონისძიება წმინდა წიგნ ყურანი-ქერიმის წაკითხვით გაიხსნა.

მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი სტუმრებს მიესალმა და მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის, აგრეთვე დამსწრე საზოგადოებას შუამავლის (ს.ა.ვ.) დაბადების თვე მიულოცა და მის სამაგალითო ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

 

ღონისძებაზე აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ შეიხის მოადგილე ჰაჯი გურბან მურგუზოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, თურქეთის ელჩის რელიგიის საკითხებში მრჩეველი ნები გუმუში და უხუცესები, რომლებმაც მიულოცეს მუსლიმებს რებბიულ ევველის ძვირფასი თვე და წმ. შუამავლის (ს.ა.ვ.) სამაგალითო ცხოვრების და თვისებების შესახებ ისაუბრეს.

Read 569 times Last modified on Last modified on დეკემბერი 18 2017