Thursday, July 19, 2018

შეხვედრა დაღესტნის რესპუბლიკის სამუფთოს წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია სიახლები დეკემბერი 17 2017 font size decrease font size increase font size

2017 წლის 17 დეკემბერს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დაღესტნის მუფთის მოადგილე მუჰამმედ მანგუევი, სამუფთოს განათლების და  ჰაჯის განყოფილების ხელმძღვანელი  ასბეგ ხაბიბოვი და მახაჭკალის ისლამის უნივერსიტეტის ლექტორი მაჰმუდ დომალაევი სტუმრობდა.

 

დაღესტნის სამუფთოს წარმომადგენლების სამმართველოში სტუმრობის მიზანი იყო სასულიერო ლიდერების გაცნობა და მომავალში ურთიერთობის გარღმავება.

მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი სტუმრებს მიესალმა და მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის.  აგრეთვე მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობის და საქართველოს მუსლიმების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მუფთმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოში ცხოვრობენ დაღესტნიდან გადმოსახლებული ავარიელი მუსლიმები, მათ მუსლიმთა სამმართველო ყველანაირ პირობებს უქმნის, რათა სრულყოფილად განახორციელონ ღვთისმსახურებები და დაიკმაყოფილონ რელიგიური მოთხოვნილებები. 

 

შეხვედრის დასასრულს მუფთმა სტუმრებს საჩუქრები გადასცა და სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

Read 412 times Last modified on Last modified on დეკემბერი 18 2017