Monday, April 23, 2018

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია სიახლები დეკემბერი 04 2017 font size decrease font size increase font size

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

კომიტეტის თავმჯდომარისსოფო კილაძის განცხადებით, რელიგიის თავისუფლება პრიორიტეტულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთვის. „ჩვენ მზად ვართ, ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ყოველთვის დავდგეთ თქვენ გვერდით და ერთად გადავჭრათ და დავძლიოთ თქვენ წინაშე მდგარი გამოწვევები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში მსჯელობის ერთ-ერთი თემა რელიგიის თავისუფლება ყოფილიყო“, - მიმართა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს სოფო კილაძემ.

რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარისზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, მისასალმებელია, როცა რელიგიურ კონფესიათა წარმომადგენლების ჩართულობით მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში რელიგიების წინაშე მდგარ სხვადასხვა გამოწვევაზე მსჯელობა. „კარგია, რომ ყველა იმ პრობლემას და საჭიროებას, რომელიც სხვადასხვა რელიგიის წინაშე სხვადასხვა სახით არსებობს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი უშუალოდ რელიგიურ კონფესიათა წარმომადგენლებისგან ეცნობა. ეს იქნება საწყისი იმ ურთიერთობებისა, რომ ერთი მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლება და მეორე მხრივ, საკანონმდებლო ხელისუფლება რელიგიებთან კოორდინაციაში მოაგვარებს ყველა პრობლემას კანონმდებლობის ფარგლებში“, - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

კონფესიების მიერ გამოთქმულ სურვილს, შეიქმნას ერთიანი პლატფორმა, სადაც მათ საშუალება ექნებათ თავისუფლად იმსჯელონ და ისაუბრონ დიალოგის ფორმატში, კომიტეტის თავმჯდომარემ ინიციატივით უპასუხა. სოფო კილაძემ კონფესიებს აღნიშნულ მუდმივ პლატფორმად საკომიტეტო სივრცე შესთავაზა, სადაც ყველას ერთად შეეძლება სხვადასხვა, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივების ღია ფორმატში განხილვა.

 

შეხვედრაზე მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა და მუფთმა ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძემ რელიგიის შესახებ კანონის მიღების, მეჩეთების მშენებლობის საკითხის რეგულირების, ისტორიული მეჩეთებისათვის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე ისაუბრეს, აგრეთვე მეჩეთებისათვის საჭირო ინვენტარის საზღვრიდან შემოტანისას სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლების, ტოლერანტული სულის გაძლიერებისათვის საშუალო სკოლის ლიტერატურაში რელიგიების შესახებ საბაზისო ინფორმაციის სწავლების და დისკრიმინაციული ფაქტების აღმოფხვრის, რელიგიური სასწავლებისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება და აღიარების საკითხის მოგვარების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. 

Read 410 times Last modified on Last modified on დეკემბერი 05 2017