Tuesday, September 25, 2018

სტამბოლში იმამ ჰუსეინის არბაინთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები ნოემბერი 12 2017 font size decrease font size increase font size

თურქეთის შიიტ (ჯაფარიტ) სწავლულთა კავშირის ორგანიზებით ა/წ 12 ნოემბერს ქალაქ სტამბოლში პომპეზური ღონისძიება გაიმართა, სადაც ათობით ათასი მრევლი ესწრებოდა.

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი და მისი მოადგილე ჰაჯი გურბან მურგუზოვიც იყვნენ მიწვეული. ღონისძიება წმინდა წიგნ ყურანის წაკითხვით გაიხსნა, შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ მუსლიმი სწავლულები, საჯარო და სახელმწიფო მოხელეები.

 

შეიხი ზემოთ ხსენებულ ღონისძიებაზე საპატიო მომხსენებლის სტატუსით იყო მიწვეული და ის ათასობით დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა, ქერბელას ტრაგედიის, მოწამეების (შაჰიდების) და მის არსის შესახებ ისაუბრა.

Read 400 times