Tuesday, September 25, 2018

„რელიგიის და რწმენის თავისუფლება და რელიგიის შესახებ კანონი“ თემაზე ტრენინგი ჩატარდა

გამოქვეყნებულია სიახლები ნოემბერი 14 2017 font size decrease font size increase font size

დღეს, 14 ნოემბერს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ პროექტისასწავლე მაცნეს" ფარგლებში გამართა სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის რელიგიურ უმცირესობებთან.

შეხვედრა გაიმართა საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები: მიხეილ მირზიაშვილი - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ვახუშტი მენაბდე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით და ირაკლი ტაბლიაშვილი- ჟურნალისტი.
ღონისძიებაზე ისაუბრეს რელიგიის შესახებ კანონმდებლობასა და ასოცირებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებულ სოციალურ თემებზე, ასევე, საინტერესო დიალოგი შედგა გამოხატვის თავისუფლებაზე, მედიასა და რელიგიაზე ევროპაში
პროექტი "ასწავლე მაცნეს" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.

Read 497 times Last modified on Last modified on ნოემბერი 16 2017