Saturday, October 21, 2017

მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები თურქეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ

გამოქვეყნებულია სიახლები სექტემბერი 30 2017 font size decrease font size increase font size

2017 წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით მუფთები ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძე და ჰაჯი იასინ ალიევი თურქეთის თოქათის რეგიონის მუფთის აჰმედ ერდემის მიწვევით თურქეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვიზიტის პირველ დღეს მუფთები კურს დამთავრებულ ჰაფიზების (ყურანის ზეპირმცოდნეების) გამოშვების ცერემონიალს დაესწრნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მუფთებმა კურს დამთავრებულ ჰაფიზებს სწავლის წარმატებით დამთავრება მიულოცეს და მათ მომავალ რელიგიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ვიზიტის განმავლობაში მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები თოქათის რეგიონის გუბერნატორს ომერ თორამანს და მუფთ აჰმედ ერდემს, ქალაქ უნიეს გამგებელს ჰუსეინ გუნეის, ორდუს რეგიონის მუფთს და რაიონების მუფთებს შეხვდნენ. შეხვედრებისას მუფთებმა მასპინძლებს საქართველოში მუსლიმი თემის მდგომარეობის შესახებ, მუსლიმთა სამმართველოს გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ, აგრეთვე სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლებში გამოჩენილ განსაკუთრებულ ყურადღების შესახებაც ინფორმაცია მიაწოდეს.

Read 118 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 07 2017