Friday, December 15, 2017

აიათოლა მოჰსინ მუშტაიდ შაბისტარის საქართველოში ვიზიტი

გამოქვეყნებულია სიახლები სექტემბერი 15 2017 font size decrease font size increase font size

„აჰლი-ბეითის“ საერთაშორისო ასანბლეის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ თაბრიზის ყოფილი იმამ ჯუმა აიათოლა მოჰსინ შაბისტარი თანმხლები  დელეგაციით საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის მიზანია საქართველოს მუსლიმების მდგომარეობის ახლოდან გაცნობა, დაგეგმილ კონფერენციებში მონაწილეობის მიღება, მეჩეთების და რელიგიური ცენტრების მონახულება.

დღის პირველ ნახევარში თბილისის ჯუმა მეჩეთში მუსლიმთა სამმართველოს შეიხს ჰაჯი რამინ იგიდოვს და მუფთ ჰაჯი იასინ ალიევს შეხვდა. შეხვედრაზე შეიხმა სტუმრებს საქართველოს მუსლიმების შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა. აგრეთვე მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობის, მიზნების, სტრუქტურის და სტრატეგიის შესახებაც ისაუბრა.

სტუმარმა აღნიშნა, რომ შეხვედრით კმაყოფილი დარჩა და საქართველოში მოქმედ მუსლიმ სასულიერო პირებს რელიგიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრის შემდეგ, სტუმრები და მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები მთავრობის კანცელარიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს ბატონ ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდნენ. რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა სტუმრებს საქართველოს მუსლიმების, მუსლიმ თემსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის, სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემისადმი გაწეული საქმიანობის და ყურადღების შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა. აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველო საუკუნეების მანძილზე არის მრავალ ეთნიკური და რელიგიური სახელმწიფო, აქ ყველა მრწამსის ადამიანები მეგობრულად, ძმურად და შემწყნარებლურად თანაცხოვრობდნენ.

სააგენტოს ხელმძღვანელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოს მუსლიმებს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში და განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. დღესაც მუსლიმი თემი და სახელმწიფო განსაკუთრებულად თანამშრომლობენ, რაც იმის დასტურია, რომ ქვეყანაში მუსლიმებს ყველა პირობები აქვთ შექმნილი, რომ თავისუფლად დაიკმაყოფილონ რელიგიური მოთხოვნილებები და შეასრულონ ყველა ღვთისმსახურებები.

 

შეხვედრის დასასრულს სტუმარმა და მასპინძელმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს და სამახსოვრო სურათები გადაიღეს. 

Read 317 times Last modified on Last modified on სექტემბერი 16 2017