Saturday, October 21, 2017

პილიგრიმები თბილისის აეროპორტიდან ჰაჯობის რიტუალზე გაემგზავრნენ

გამოქვეყნებულია სიახლები აგვისტო 25 2017 font size decrease font size increase font size

2017 წლის 25 აგვისტოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ ორგანიზებული 63 კაციანი მომლოცველთა ჯგუფი ჰაჯი ბადრი შანთაძის ხელმძღვანელობით  საუდის არაბეთში წმინდა მიწაზე ჰაჯობის რიტუალზე გაემგზავრნენ.

 

მექასა და მედინაში ყოფნის პერიოდში პილიგრიმები სასტუმროში იქნებიან დაბინავებული, მათ ყოველდღე მოემსახურებათ სპეციალური ავტობუსი, აგრეთვე ისინი უზრუვენლყოფილი იქნებიან დღეში ორჯერადი კვებით და ისარგებლებენ სამედიცინო დაზღვევით. პილიგრიმებს გამგზავრებამდე დაურიგდათ ეჰრამი და ჩანთები.

შეგახსენებთ, რომ პილიგრიმები 18 სექტემბერს დაბრუნდებიან სამშობლოში.

 

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო და სასულიერო ლიდერები ყველა პილიგრიმს ულოცავს წმინდა მიწაზე გამგზავრებას და უსურვებს, რომ უზენაესმა ღმერთმა ყველა მომლოცველის ლოცვა ვედრება მის წმინდა სასუფეველში მიიღოს. ამინ!

Read 167 times Last modified on Last modified on აგვისტო 26 2017