Saturday, October 21, 2017

“რელიგიური უმცირესობების უფლებები ევროპასა და საქართველოში“ თემაზე სემინარი გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები ივლისი 03 2017 font size decrease font size increase font size

2017 წლის 3 ივლისს კაჭრეთში მდებარე სასტუმრო ამბასადორის საკონფერენციო დარბაზში  ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის და მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივი ორგანიზებით რელიგიური უმცირესობების უფლებები ევროპასა და საქართველოში“ თემაზე სემინარი გაიმართა.

 

 

სემინარზე კახეთის რეგიონის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოქმედ სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები და დაბა იორმუღანლოს თემის უხუცესები ესწრებოდნენ. სამ საათიან სემინარზე ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის დირექტორმა არჩილ გეგეშიძემ, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ მიხეილ მირზიაშვილმა,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების და ევროკავშირის სამართლის ლექტორმა ქეთევან აბაშიძემ საქართველოში და ევროპაში არსებულ რელიგიურ მდგომარეობაზე, რელიგიურ უმცირესობების უფლებებზე და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს. სემინარი კითხვა პასუხით და დისკუსიით დამთავრდა.

Read 146 times Last modified on Last modified on ივლისი 21 2017