Friday, December 15, 2017

საქართველოს პრემიერ მინისტრი მუსლიმებს იფთრის ვახშმით გაუმასპინძლდა

გამოქვეყნებულია სიახლები ივნისი 23 2017 font size decrease font size increase font size

2017 წლის 23 ივნისს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა მუსლიმ სასულიერო პირებს და მრევლს იფთრის ვახშმით უმასპინძლა.

 

პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მუსლიმებს წმინდა რამზნის თვე და დამდეგი რამაზან ბაირამი მიულოცა და აღნიშნა, რომ „ჩვენ დიდი ძმობა გვაკავშირებს და მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული სარწმუნოება გვაქვს, სწორედ ამ განსხვავებულობაშია ჩვენი ერთობის და ჩვენი ქვეყნის ძალა, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. თქვენი როლი ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ ვიცით ქართველი მუსლიმების ისტორიული როლი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში, უამრავი პატრიოტი და სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანი შემოინახა ისტორიის ფურცლებმა. დღესაც, თითოეული ქართველი მუსლიმი დგას სამშობლოს სადარაჯოზე და საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობის საქმეში. მე მეამაყება, რომ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში დაიწყო მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა და თანადგომა.

 

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, მუფთები ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძე და ჰაჯი იასინ ალიევი, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას და მუსლიმებს რამაზნის თვე და დამდეგი რამაზან ბაირამი მიულოცეს, ასევე უზენაეს ღმერთს შესთხოვეს თითოეული მუსლიმის მიერ დაცული მარხვები, შესრულებული ლოცვები და ღვთისმსახურებები მის წმინდა სასუფეველში მიიღოს. ასევე სასულიერო ლიდერებმა საქართველოს პრემიერ მინისტრს მადლობა გადაუხადეს იფთრის ვახშმით გამასპინძლებისათვის და მუსლიმი თემისასდმი გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისათვის.

Read 257 times Last modified on Last modified on ივნისი 23 2017