Friday, December 15, 2017

კახეთის რაიონებში იფთრის ვახშმები გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები ივნისი 20 2017 font size decrease font size increase font size

2017 წლის 20 ივნისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ  21 ივნისს კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ ადგილობრივ მუსლიმებს იფთრის ვახშმით უმასპინძლეს.

აღნიშნულ იფთრის ვახშმებზე მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები, მაჟორიტარი დეპუტატები, კახეთის გუბერნატორი, გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოწვეული მუსლიმი მრევლი ესწრებოდნენ. ღონისძიება ყურანის წაკითხვით გაიხსნა და შემდეგ სასულიერო ლიდერებმა, დეპუტატებმა, გუბერნატორმა, გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მუსლიმებს წმინდა რამაზნის თვე მიულოცეს, უსურვეს, რომ მათ მიერ შესრულებული ლოცვები, ღვთისმსახურებები და დაცული მარხვები უზენაესმა ღმერთმა წმინდა სასუფეველში მიღოს, ასევე აღნიშნეს, რომ რამაზნის თვის განმავლობაში როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ასევე ცენტრალური ხელისუფლების ორგანიზებით მუსლიმების საპატივცემულოდ რეგიონებში იმართება იფთრის ვახშმები, რაც იმის დასტურია, რომ ხელისუფლება მუსლიმი თემისადმი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება. 

Read 201 times Last modified on Last modified on ივნისი 22 2017