Saturday, October 21, 2017

მარნეულში იფთრის ვახშმები გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები ივნისი 21 2017 font size decrease font size increase font size

2017 წლის 17 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა დღეს კი მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ ადგილობრივ მუსლიმებს იფთრის ვახშმით უმასპინძლეს.

აღნიშნულ იფთრის ვახშმებზე მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები, მაჟორიტარი დეპუტატები, ქვემო ქართლის გუბერნატორი, გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოწვეული მუსლიმი მრევლი ესწრებოდა. ღონისძიება ყურანის წაკითხვით გაიხსნა და შემდეგ სასულიერო ლიდერებმა, დეპუტატებმა, გუბერნატორმა, გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მუსლიმებს წმინდა რამაზნის თვე მიულოცეს, უსურვეს, რომ მათ მიერ შესრულებული ლოცვები, ღვთისმსახურებები და დაცული მარხვები უზენაესმა ღმერთმა წმინდა სასუფეველში მიღოს, ასევე აღნიშნეს, რომ რამაზნის თვის განმავლობაში როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ასევე ცენტრალური ხელისუფლების ორგანიზებით მუსლიმების საპატივცემულოდ რეგიონებში იმართება იფთრის ვახშმები, რაც იმის დასტურია, რომ ხელისუფლება მუსლიმი თემისადმი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება. 

Read 162 times Last modified on Last modified on ივნისი 22 2017