Saturday, October 21, 2017

გარდაბანში იფთრის ვახშამი გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები ივნისი 16 2017 font size decrease font size increase font size

2017 წლის 6 ივნისს გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით და ორგანიზებით იფთრის ვახშამი გაიმართა.

 

 

ღონისძიებაზე მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები, ქვემო ქართლის გუბერნატორი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პარლამენტის წევრები, საზოგადო მოღვაწეები და ადგილობრივი მუსლიმები ესწრებოდნენ. ღონისძიება წმ. წიგნ ყურანის წაკითხვით გაიხსნა, შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი და მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი, რომლებმაც მარხვის დადებით მხარეებზე და თვისებებზე ისაუბრეს. ასევე სიტყვით გამოვიდნენ, გუბერნატორი გიორგი ნემსაძე, გამგებელი გოჩა ჯამარაული, პარლამენტის წევრები სავალან მირზოევი და რუსლან გაჯიევი, რომლებმაც მუსლიმებს რამაზნის თვე მიულოცეს და აღნიშნეს, რომ საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანა იყო, სადაც  სხვადასხვა ერები და რელიგიები ძმურად და მეგობრულად თანაცხოვრობდნენ.

Read 214 times Last modified on Last modified on ივნისი 17 2017