Friday, December 15, 2017

აჭარის ა/რ მთავრობის ორგანიზებით ბათუმში პირველი იფთარი გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები მაისი 27 2017 font size decrease font size increase font size

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ქალაქ ბათუმში მარხვასთან დაკავშირებით იფთარი გაიმარათა.

 

2017 წლის 27 მაისს მოწყალების, პატიებისა და გადარჩენის მთვარე -რამაზანი დაიწყო. ამ ძვირფასი მთვარის ფარგლებში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით იფთარი გაიმარათა. იფთარს ესწრებოდნენ მუსლიმთა სამმართველოს მუფთები, სასულიერო პირები, აჭარის . მთავრობის თავმჯდომარე ბატონი ზურაბ პატარაძე, აჭარის . უმაღლესი საბჭოს თავმჯდომრის მოადგილე მერაბ კარანაძე, ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, მუსლიმური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მუსლიმი მრევლის ფართო საზოგადოება. სიტყვით გამომსვლელებმა მობრძანებულ სტუმრებს მიულოცეს მარხვის დაწყება, უსურვეს გამძლეობა, მოთმინება და წარმატებები.

Read 159 times Last modified on Last modified on ივნისი 15 2017