Sunday, October 24, 2021

თბილისში მცირე წლოვან მოსწავლეებს შორის ყურანის წაკითხვის შეჯიბრი გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები მაისი 24 2017 font size decrease font size increase font size

როგორც გასულ წლებში, დღეს 25 მაისსაც თბილისის ჯუმა მეჩეთის საკონფერენციო დარბაზში ყურან კურსებში მოსწავლე მოზარდებს შორის ყურანის გამართულად წაკითხვაში  კონკურსი გაიმართა.

მუსლიმებით დასახლებულ სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოზარდები ორი დღის განმავლობაში (24-25 მაისს) ჟიურის წინაშე საკუთარ შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ.

კონკურსი წმინდა წიგნ ყურანი-ქერიმის წაკითხვით გაიხსნა. კონკურსში გამარჯვებულ ხუთ გოგონას და ხუთ ბიჭს, ასევე მათ მასწავლებლებს, რამაზნის თვის დამთავრებამდე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, როგორც საპატიო სიგელებით ასევე ფულადი ჯილდოებით დაასაჩუქრებს.

 

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ყურანის და ისლამის სწავლება-განათლებაში შეტანილ წვლილისათვის ყველ სასულიერო პირს და მასწავლებელს მადლობას უხდის, მათ და მოსწავლეებს წმინდა გზაზე წარმატებებს უსურვებს. უზენაეს ღმერთს შევთხოვთ, რომ ისინი შესაბამისად დაასაჩუქროს. ამინ!

Read 1194 times Last modified on Last modified on მაისი 28 2017

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]