Sunday, August 18, 2019

აიათოლა ქაზიმ სიდდიგი საქარველოს პატრიარქს შეხვდა

გამოქვეყნებულია სიახლები მარტი 20 2017 font size decrease font size increase font size

2017 წლის 20 მარტს საქართველოში ვიზიტით მყოფი ქალაქ თეირანის იმამ ჯუმა აიათოლა ქაზიმ სიდდიგი საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქოს რეზიდენციაში ოფიციალურად მიიღო.

შეხვედრაზე ესწრებოდნენ მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, მუფთები ჰაჯი იასინ ალიევი და ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძე, ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, საელჩოს პერსონალი და მუსლიმი სასულიერო პირები. შეხვედრაზე სასულიერო ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები ორ ზეციურ რელიგიას და მათ მიმდევრებს უფრო დაახლოებს, ასევე ორი ქვეყნის ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს.

აიათოლა ქაზიმ სიდდიგიმ და  საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვეს, რომ რელიგიათა შორის დიალოგი აუცილებელია, რელიგიებს შორის მეგობრობის, ურთიერთ-პატივისცემის და ტოლერანტულ გარემოში თანაცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე აღნიშნეს, რომ მსოფლიოში მიმდინარე ტერორისტულ აქტებს, როგორც მოქმედების არეალი აგრეთვე რელიგია არ გააჩნია.  აქედან გამომდინარე, მსგავსი საკითხების და რელიგიის სფეროში არსებული რიგი პრობლემების მოგვარებისათვის აუცილებელია რელიგიათა შორის დიალოგი. შეხვედრის დასასრულს სასულიერო ლიდერებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს და სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

Read 1085 times Last modified on Last modified on მარტი 20 2017

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]