Wednesday, December 11, 2019

საქართველოს პრემიერ მინისტრი თბილისის ჯუმა მეჩეთში

გამოქვეყნებულია სიახლები სექტემბერი 11 2016 font size decrease font size increase font size

2016 წლის 11 სექტემბერს საქართველოს პრემიერ მინისტრი ყურბან ბაირამთან დაკავშირებით თბილისის ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდა. პრემიერმა საქართველოს მუსლიმებს ყურბან ბაირამი მიულოცა,

ოჯახებში სიუხვე დაბარაქა, ჯანსაღი ცხოვრება, მშვიდობა და სოლიდარობა უსურვა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ყურბან ბაირამი მოწყალების, გაჭირვებულებზე და უპატრონოებზე დახმარების დღეა. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მუსლიმ თანამოქალაქეებთან ერთად ვზეიმობ ყურბან ბაირამს. საქართველოს მუსლიმებს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში უდიდესი როლი შეგაქვთ, შესაბამისად სახელმწიფომაც თქვენზე უნდა იზრუნოს, ზრუნავდა და იზრუნებს!

შეიხ ჰაჯი რამინ იგიდოვმა პირველ რიგში საქართველოს მუსლიმებს და შემდეგ მსოფლიო მუსლიმებს ძვირფასი ყურბან ბაირამი მიულოცა, მათ უსურვა, უზენაესმა ღმერთმა თითოული მათგანის ლოცვა-ვედრებები, შეწირული მსხვერპლი  წმინდა სასუფეველში მიიღოს, შემდეგ მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა, რომ სახელმწიფო ბოლო წლებში დიდ ყურადღებას იჩენს მუსლიმი თემის წინაშე.  მუფთმა ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძემ, ჰაჯი იასინ ალიევმა და  გაზეთ „გურჯისტანის“ რედაქტორმა ისლამ ალიევმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ მინისტრ გ. კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადეს. აღნიშნეს, რომ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ  ქართული სახელმწიფო გაძლიერდეს და განვითარდეს.

 

შეხვედრის ბოლოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებმა პრემიერ მინისტრს საჩუქრები გადასცეს და სამახსოვრო სურათები გადაიღეს მრევლთან ერთად. 

Read 855 times Last modified on Last modified on სექტემბერი 23 2016

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]