Wednesday, December 11, 2019

ფორუმი - "რელიგიები და ადრეული ქორწინების პრობლემა საქართველოში"

გამოქვეყნებულია სიახლები ივნისი 16 2016 font size decrease font size increase font size

2016 წლის 16 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის

წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ფორუმი "რელიგიები და ადრეული ქორწინების პრობლემა საქართველოში" კონფერენციის მუშაობაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო პირების გარდა მონაწილეობდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირები, სომხური სამოციქულო ეკლესიის, ბაპტისტების სასულიერო პირები, სახალხო დამცველის აპარატის, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმღვანელობა, პარლამენტარები, სამინისტროების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმიის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს საპატრიარქოს რელიგიათაშორისი ურთიერთობის წარმომადგენელმა, ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა თეა გოგოტიშვილმა.

 

ფორუმზე გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ქალბატონი მანანა კობახიძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლელა ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი ეკა ბესელია, პარლამენტარი ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ლია გიგაური, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონი არჩილ თალაკვაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნინო ბერძული, სრულიად საქართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე), ფორუმის მუშაობა შეაჯამა პროფესორმა თეა გოგოტიშვილმა.

Read 854 times Last modified on Last modified on ივნისი 19 2016

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]