Tuesday, June 18, 2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტში წმ. იმამ მეჰდის ქვეყნად მოვლენის დღე აღინიშნა

გამოქვეყნებულია სიახლები მაისი 22 2016 font size decrease font size increase font size

2016 წლის 22 მაისს გარდაბნის მუნიციპალიტეტში წმ. იმამ მეჰდის ქვეყნად მოვლენის დღე საზეიმოდ აღინიშნა.

ღონისძიებაზე სასულიერო პირები და ახლო სოფლებიდან მოწვეული მორწმუნე მუსლიმები ესწრებოდნენ. ღონისძიება ჰაჯი ანარ ბაირამოვის ყურანის წაკითხვით გაიხსნა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, საზოგადოება „აჰლიბეით-ჰიქმეთი“-ს ხელმძღვანელი ჰაჯი ნამიგ გუსეინოვი და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ჩამოსული სწავლულები.

 

ღონისძიების დასასრულს შეიხმა ერთი თვის უკან ყურანის წაკითხვაში ჩატარებულ კონკურსზე გამარჯვებულ გოგონებს მუსლიმთა სამმართველოს სახელით საჩუქრები გადასცა, ასევე დაუსწრებელ რელიგიურ კურს დამთავრებულებს შიდა დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

Read 819 times Last modified on Last modified on მაისი 26 2016