ირანელ სტუმრებთან შეხვედრა
მუსლიმთა სამმართველოს ცენტრალურ ოფისში ირანის ისლამური რესპუბლიკიდან სტუმრები იმყოფებოდნენ
მუსლიმთა სამმართველოს დღის პირველ ნახევარში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების თავმჯდომარე მოჟდაბა ქამრანფარდი და „ორგანიზაცია იავერანი მეჰდი“-ს ხელმძღვანელი ჰუსეინ აჰმედი, დღის მეორე ნახევარში კიდე აიათოლა ხამნეის კანცელარიის საგარეო ურთიერთობების საკითხების წარმომადგენელი აქბარ ფალლაჰ ნეჯადი და ალმოსტაფას უნივერსიტეტის საქართველოში წარმომადგენელი დავუდ კაშამი ესტუმრნენ. შეიხმა და მუფთმა სტუმრებს საქართველოში მუსლიმების მდგომარეობაზე, სამმართველოს გასულ წელს გაწეულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე სტუმრებმა მომავალში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს, აღნიშნეს, რომ შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ და სასულიერო ლიდერებს რელიგიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
15.03.2016
http://amag.ge/index.php/news/item/246-2016-03-15-13-56-24#sigProIdb7793dd65b