მუფთის შეხვედრა მეჯლისთან
2016 წლის 20 თებერვალს სრულიად საქართველოს მსულიმთა სამმართველოს ქალაქ ბათუმში არსებულ რეზიდენციაში რელიგიური საბჭოს სხდომა გაიმართა.
საქართველოს მუფთის ბატონი ბეგლარ ქამაშიძის ვრცელი მოხსენების შემდეგ რელიგიური საბჭოს თითოეულ წევრს მიეცა სიტყვა. საბჭოს წევრებმა ისაუბრეს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევბზე. ასევე ყველამ ერთად დაისახეს სამომავლო გეგმები და გასატარებელი ღონისძიებები.
სხდომის დასასრულს მუფთმა რელიგიური საბჭოს ყველა წევრს მადლობა გადაუხადა დასწრებისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
http://amag.ge/index.php/news/item/195-2016-02-23-13-32-22#sigProIda6dc90a4f0