Sunday, November 17, 2019

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2015 წლის ანგარიში

გამოქვეყნებულია სიახლები თებერვალი 15 2016 font size decrease font size increase font size

2016 წლის 15 თებერვალს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ საკონფერენციო დარბაზში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2015 წელს გაწეულ საქმიანობის შესახებ ანგარიში გააკეთეს და სახელმწიფოს რელიგიის შესახებ სამომავლო სტრატეგია საზოგადოებას წარუდგინეს.


ღონისძიებაზე სხვადასხვა რელიგიურ კონფესიების სასულიერო ლიდერებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ, მთავრობის და პარლამენტის წევრები, დედაქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ანგარიში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ წარმოადგინა, მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა კონფესია მეგობრულად და მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, მათ შორის რაიმე წინააღმდეგობები და პრობლემები არ არსებობს. ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა დღითი-დღე უფრო ვითარდება და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ყველა ტრადიციულმა რელიგიებმა ნორმალურ და თანაბარ პირობებში იცხოვრონ.
ანგარიშზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს მთავრობამ (მართლმადიდებელ ეკლესიის გარდა) ოთხ ტრადიციულ რელიგიურ ჯგუფებს 3.5 მილიონი ლარი გამოუყო, გამოყოფილი თანხის ნახევარზე მუსლიმ თემს გადასცეს დარჩენილი კიდე სამ რელიგიურ ჯგუფზე გადანაწილდა. 2016 წელს კიდე ზემოთ აღნიშნული ბიუჯეტი 4.5 მილიონი ლარი იქნება, აქედან კიდე 2 მილიონ ლარზე მეტი მუსლიმ თემს გამოეყოფა. ა/წ ზაფხულში სააგენტო 2016 წლის ბიუჯეტს გადახედავს და იგეგმება მუსლიმებისთვის და სხვა კონფესიებისთვისაც ბიუჯეტის გაზრდა.
კიდევ აღნიშნულ იქნა, რომ საქართველოში 250-ზე მეტი მეჩეთი მოქმედებს. იქედან 80-მდე მეჩეთის რეგისტრაციის საკითხი დასრულდა და მუსლიმთა სამმართველოს სასრგებლობის უფლებით გადაეცა. ასევე დარჩენილი მეჩეთების რეგისტრაციაზე სააგენტო ახალ წელში იმუშავებს, რათა ყველა მეჩეთი მუსლიმ თემს ოფიციალურად ჰქონდეს სარგებლობაში. სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს სახელმწიფომ მუსლიმთა სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს რეზიდენციისათვის და რელიგიურ სასწავლებლისათვის ორი შენობა გადასცა, ასევე ბათუმის ცენტრალური მეჩეთის სახელმწიფო სახსრებით კაპიტალური რესტავრაციაზე ისაუბრა.
ზაზა ვაშაყმაძის შემდეგ სიტყვა რელიგიების წარმომადგენლებს გადაეცათ, მუსლიმთა სამმართველოს სახელით მუფთი ბეგლარ ქამაშიძე გამოვიდა სიტყვით, მან სიტყვით გამოსვლისას რელიგიის სააგენტოს საქმიანობა შეაფასა და ახალ წელს დაგეგმილი ღონისძიებების და გეგმების წარმათებით შესრულება უსურვა.

View the embedded image gallery online at:
http://amag.ge/index.php/news/item/193-2015#sigProId84eac38f73

Read 977 times Last modified on Last modified on თებერვალი 23 2016

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]